ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- მადლობა ღმერთს, რომ თბილისელი ვააარ...

- რაღა დროს ეს სიმღერაა?…

- რას ამბობ, ახლაა სწორედ დრო, პარლამენტარები ქუთაისში გაუშვეს, პრეზიდენტი ზუგდიდში გადადის... მადლობა ღმერთს, რომ თბილისელი ვააარ!

გურულის სახლში შეიპარა ქურდი. ცოლი ჩურჩულით ეუბნება გურულს:

- ქურდი შემოიპარა, ადექი, რამე ქენი!

- ჩუმად, ქალო, იქნება რამე იპოვოს და მერე ჩვენ წავართვათ, - ჩურჩულითვე უპასუხებს გურული.

ცოლი:

- საყვარელო, ხომ არ დამეხმარები ჭურჭლის გარეცხვაში?

ქმარი:

- დღეს ძალიან დავიღალე და არ შემიძლია.

ცოლი:

- გეხუმრე, საყვარელო, თორემ ჭურჭელი უკვე დავრეცხე.

ქმარი:

- მეც გეხუმრე, საყვარელო, თორემ ახლავე მოვალ და მოგეხმარები.

პატიმარ სვანს სახლიდან წერილი მოუვიდა.

- რას გწერენ? - ეკითხება თანასაკნელი.

- ცუდი ამბავია, ჩემს შვილს გამოცდა ვერ ჩაუბარებია, მოეჭრა ოჯახს თავი საზოგადოებაში.