ანდაზები - კვირის პალიტრა

ანდაზები

"ნაციონალური მოძრაობა" რომ გადაბრუნდება, ოქრუაშვილი მერე გამოჩნდებაო.

* * *

პირველ არხს ხადური აღმართში დაეწიაო.

* * *

"ოცნების" პრემია ჩუმად არის, ნაცების პრემია ჩხრიალებსო.

* * *

ნაციონალების მაჟორიტარები "ოცნების" მაჟორიტარებთან რომ დააბა, ან ზნეს იცვლიან, ან ფერსაო.

* * *

წყალნი წავლენ და წამოვლენ, მაჭავარიანი, გოგორიშვილი და წერეთელი დარჩებიანო.

* * *

მარტო კაცი პრეზიდენტობაშიც ბრალიაო.

* * *

დაყაჩაღებული კაცი მომხდარს გაგებით ეკიდებოდაო.

* * *

ააფრინე კალაძეო, სამ თეთრზე მეტს არ აკლებსო.

* * *

წულუკიანმა თუ გაიწია, ცხრა უღელი დასავლეთის შეშფოთება ვერ დააკავებსო.

ბრძნული გამონათქვამები

კასპში მე ვარ და თბილისში - ბიძინა ივანიშვილი.

ოლეგ იაძე

ავტომატები ვიყიდე, ფული ბევრი ჩამითვლია, დამიჭირეს, ბრალი დამდეს, ვაშლი რატომ გაგითლია...

ბაჩო ახალაია

ერთი ნაციონალის დაჭერა ტრაგედიაა, ათასების - სტატისტიკა.

არჩილ კბილაშვილი

პრემიერ-მინისტრობიდან ლევან მაისურაძეობამდე ერთი ნაბიჯია.

ვანო მერაბიშვილი

მივედი, ვნახე, დავამარცხე.

ბიძინა ივანიშვილი

სამი რამ აკლია საქართველოს ნაკრებს: წინ - თავდასხმა, უკან - დაცვა და შუაში - ნახევარდაცვა.

თემურ ქეცბაია

მომეცით საკონსტიტუციო უმრავლესობა და პრეზიდენტს ერთ დღეში ამოვატრიალებ.

ვახტანგ ხმალაძე

მე ვიცი, რომ ფიზიკა არ ვიცი.

კახი კალაძე

გამოცანები

ასი, ასი, ასლამაზი,

იურისტი კაცია,

აბრეშუმის ქოჩორი

თავზე გადავარცხნია.

(ზაქარია ქუცნაშვილი)

ერთი ვინმე სულიერი

ამერიკას მძრომელია,

"ფეისბუკზე" ხშირად "პოსტავს",

აბა, მითხარ, რომელია?

(დიმიტრი შაშკინი)

ჩიტია, ჩიტი არა არის, ბევრს ლაპარაკობს - გოკა გაბაშვილი არ არის, ლამაზია - მარიამ საჯაია არ არის.

(ჩიორა თაქთაქიშვილი)

თბილისში ერთ შენობას ვუარე, ვუარე, ვუარე, კარი კი მოვუნახე, მაგრამ რა იყო, რა შენობა იყო, რას ჰგავდა, რატომ იყო? ვერ გავიგე.

(რიყეზე მშენებარე მუსკომედიის თეატრი)