ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ვაა, რაფიკ, რა კარგი პრემიერ-მინისტრი ჰყოლია საქართველოს, ბიძინა ივანიშვილი.

- კარგი ყოფილა? კარგი თუა, მაშინ ივანიანი იქნება რა, ივანიშვილი!!!

მიხოს შვილი ეკითხება:

- მამი, მამი, გველები როგორ ლაპარაკობენ?

მიხომ ცოლს გადახედა:

- დედაკაცო, ხმა ამაიღე, ბალღს აინტერესებს!

მიხო და მიტო მიტოს მარანში ქეიფობენ. მიტო ეკითხება მიხოს:

- ჯო, მართალია, რომ ამბობენ, დედამიწა ბრუნავსო?

- კი, მართალია, ბრუნავს.

- არა მგონია, მართალი იყოს. რომ ბრუნავდეს, ერთხელ შენს მარანში ვერ მოვხვდებოდით?!

სვანი შედის აბაზანაში და იმდენ ხანს მღერის, დაბანა ავიწყდება და გამოდის.

მიხო მაროს:

- ნახე იმ ქალს რა მაგარი ვოკალი აქვს?

-მიხო, ვოკალის ყურებას თავი დაანებე და სიმღერას უსმინე.