ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

ევროსაბჭოს დეპუტატების დიალოგი:

- თბილისის "პირველი არხი" როგორ მოვძებნო?

- რად გინდა "პირველი არხი"?

- რა ვიცი, ერთი წელია, მხოლოდ სირიის კონფლიქტსა და "პირველ არხზე" ვიღებთ რეზოლუციებს და რა ტელევიზიაა ასეთი, მაინტერესებს.

აფთიაქში უზარმაზარი რიგია. შედის ჭიჭიკია.

- ხალხო, იქნებ რიგი დამითმოთ, სახლში ლოგინს მიჯაჭვული ადამიანი მელოდება!..

ჭიჭიკია ურიგოდ გაატარეს.

- 5 ცალი პრეზერვატივი, თუ შეიძლება.

- ამ კასეტაზე რა გაქვს ჩაწერილი?

- სიდედრის ლაპარაკი.

- კი მაგრამ, ასე საინტერესოს რას ამბობს?!

- არა, რას ამბობს, იმას არა აქვს მნიშვნელობა. მთელი კაიფი ისაა, რომ როცა მომინდება, მაშინ გავაჩუმებ!.. მომინდება - გავაჩუმებ!.. მომინდება - გავაჩუმებ!.

რძალ-დედამთილი სოფელში მიდიოდა. სადგურზე ორმა ახალგაზრდამ სთხოვა - მეგობარი გარდაგვეცვალა და დაგვატირებინეთო. ესენიც დასთანხმდნენ, მივიდნენ და... რა მკვდარი, რის მკვდარი - გააუპატიურეს ორივე.

შერცხვენილი რძალ-დედამთილი ბრუნდება სახლში. დედმთილი მოსთქვამს:

- ეს რა გვიყვეს, რა ვუთხრათ ჩვენს ქმრებს...

რძალი:

- შენი არ ვიცი, მაგრამ მე ორმოცზეც უნდა ჩამოვიდე.