კაკო და არღანი - კვირის პალიტრა

კაკო და არღანი

ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როცა მოსკოვში წასვლა პრობლემა არ იყო. ჩემი მეზობელი კაკოც აჰყვა მაშინდელ მოდას და სამუშაოდ მოსკოვში

წავიდა.

მთელი წელი ისე გავიდა, ერთხელაც არ ჩამოსულა. თავდაუზოგავად მუშაობდა და როგორც თვითონ ამბობდა, ბლომადაც შოულობდა ფულს, თუმცა ძალიან ენატრებოდა სოფელი. თითქმის ყოველდღე რეკავდა და დედას დაწვრილებით აყოლებდა სოფლის ამბებს. დალიც უყვებოდა ყველაფერს, თუმცა ერთი ამბავი მაინც გამორჩა და სწორედ ამან გამოიწვია ეს კურიოზი.

ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდა კაკო სოფელში. დიდი სუფრა გაშალა და ყველა მეზობელი დაპატიჟა.

გახურდა ქეიფი. კაკომ, აქაოდა კიდევ უფრო ვასიამოვნებ მეზობლებსო, მანქანაში ჩაჯდა და მეზობელ სოფელში, ცნობილი მეარღნის მოსაყვანად წავიდა.

ღამის ორი საათი იყო. გამოვიდა მეარღნის შვილი. ყოველგვარი მოკითხვის გარეშე მიახალა კაკომ:

- ძმაო, ვქეიფობთ, ბიჭები! მიდი, წამოაყენე მამაშენი და ტკიცინა ხუთთუმნიანი ჩემზე იყოსო. არც მასპინძელი ჩამორჩა სტუმარს:

- შენ თუ წამოაყენებ მამაჩემს, მე ათ მაგდენს მოგცემო. Aკაკოს დედასაც და ჩვენც დაგვავიწყდა კაკოსთვის გვეთქვა, რომ მეარღნე ორი თვეა, რაც გარდაიცვალა.

ჭოლა ღლონტი, ოზურგეთი