სოსისი "პახმელიაზე"
სოსისი "პახმელიაზე"
ეს ამბავი ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჩემი მეზობელი, სასმლის მოყვარული კაკო ბ-ძე დილით "პახმელიაზეა". დამირეკა და მთხოვა, შემოდი, ცუდად ვარ, ცოლი გავუშვი ახლა მარკეტში, კაი სოსისს და "გარციცას" ამოიტანს, შენ რო ჭაჭის არაყი გაქ, წამოიღე და ჩავუსხდეთ, თორემ მოვკვდები და უფრო ძვირი დაგიჯდებაო.

კვირა დღე იყო, არსად წასვლას არ ვაპირებდი და უარი არ მითქვამს. შევედი და რას ვხედავ: ზის მაგიდასთან და თვალები დასივებული აქვს. მართლა შემეცოდა, მაშინვე დავუსხი არაყი,
დალია და შევატყვე, მომჯობინდა. ამ დროს შემოვიდა ციალა, პარკი მაგიდაზე დადო და სოსისის ნაცვლად სარდელი ამოიღო. კაკომ დახედა და გაკვირვებულმა წამოიძახა:
- რა არი, ქალო, ეს რამხელა სოსისია, ვიაგრაში მოხარშე?
მ. ობოლაძე. ქუთაისი.




ელდარ მამუკიშვილიu
24 ოქტომბერი 2019 14:15
უნდააიკრზალოს აუცილებლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები