სოსისი "პახმელიაზე" - კვირის პალიტრა

სოსისი "პახმელიაზე"

ეს ამბავი ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჩემი მეზობელი, სასმლის მოყვარული კაკო ბ-ძე დილით "პახმელიაზეა". დამირეკა და მთხოვა, შემოდი, ცუდად ვარ, ცოლი გავუშვი ახლა მარკეტში, კაი სოსისს და "გარციცას" ამოიტანს, შენ რო ჭაჭის არაყი გაქ, წამოიღე და ჩავუსხდეთ, თორემ მოვკვდები და უფრო ძვირი დაგიჯდებაო.

კვირა დღე იყო, არსად წასვლას არ ვაპირებდი და უარი არ მითქვამს. შევედი და რას ვხედავ: ზის მაგიდასთან და თვალები დასივებული აქვს. მართლა შემეცოდა, მაშინვე დავუსხი არაყი, დალია და შევატყვე, მომჯობინდა. ამ დროს შემოვიდა ციალა, პარკი მაგიდაზე დადო და სოსისის ნაცვლად სარდელი ამოიღო. კაკომ დახედა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- რა არი, ქალო, ეს რამხელა სოსისია, ვიაგრაში მოხარშე?

მ. ობოლაძე. ქუთაისი.