საგზაო-პოლიტიკური ნიშნები - კვირის პალიტრა

საგზაო-პოლიტიკური ნიშნები

დღეს ძალზე პოპულარული გახდა მართვის მოწმობის აღება. ყველა ცდილობს ამ სანუკვარი დოკუმენტის ხელში ჩაგდებას - მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი. ამიტომაც დადის უამრავი ადამიანი მეტროებსა თუ ავტობუსებში ვეება წიგნებით ხელში. სწავლობენ საგზაო ნიშნებს და მათ დანიშნულებებს. ჩვენც გადავწყვიტეთ, გვესწავლა "პრავის" ასაღები საგამოცდო ბილეთები. დავიწყეთ კიდეც სწავლა და სწავლის პროცესში საგზაო ნიშნებსა და დღევანდელ პოლიტიკას შორის ბევრი მსგავსება აღმოვაჩინეთ.

ეს  ნიშანი უნდა დავდგათ ეროვნული ბიბლიოთეკის წინ.

განმარტება:

ფრთხილად, ეს ბოლო ოცი წლის საქართველოს ისტორიაა.

ეს ნიშანი უნდა დაიდგას წითელ ხიდთან.

განმარტება:

აქ  გადაირბინეს შაშკინმა და ადეიშვილმა.

ეს ნიშანი უნდა დავდგათ სტადიონთან.

განმარტება:

დღეს საქართველოს ნაკრები თამაშობს.

ეს ნიშანი ავლაბრის რეზიდენციის წინ უნდა დაიდგას.

განმარტება:

ფრთხილად, მიშა! პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნებზე ამაზე მეტს ვერ აიღებ.

ეს ნიშანი უნდა დავდგათ ყოფილი ჩინოვნიკების სახლებთან.

განმარტება:

არ წახვიდეთ კბილაშვილთან მოწმის სახით დაკითხვაზე!

ეს ნიშანი უნდა დაიდგას ალასანიას კაბინეტთან.

განმარტება:

გადასწრება აკრძალულია!

ეს ნიშანი უნდა დავდგათ ქუთაისში.

განმარტება:

ფრთხილად, ახლომახლო შეიძლება გოგა ხაჩიძე მოძრაობდეს.

ეს ნიშანი უნდა დავდგათ ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ წვიმის დროს.

განმარტება:

ფრთხილად, წინ სახიფათო შენობაა!

ეს ნიშანი რასმუსენმა გამოუგზავნა კბილაშვილს, მაგრამ რად გინდა - მაინც ხშირად არღვევს.

განმარტება:

ფრთხილად, პრეზიდენტამდე არ მიხვიდე!

ეს ნიშანი უნდა დავდგათ გიგი უგულავას კაბინეტის წინ

განმარტება:

ფრთხილად, ახლოვდება!

ეს ნიშანი დაიდგმება შსს-ს წინ

განმარტება:

სამინისტროსთვის 2012 წელს შეძენილი მანქანები ძველი და გადასაყრელია. შეიძინეთ ახლები!

ეს ნიშანი უნდა დაიდგას კანცელარიის პრესკონფერენციის დარბაზში

განმარტება:

პრემიერ-მინისტრის მიერ ანეკდოტის მოყოლის შემთხვევაში ამ ნივთის გამოყენება არ შეიძლება