მაცივარი - კვირის პალიტრა

მაცივარი

ეს ამბავი რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა სოციალური ქსელებით და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხება ზუგდიდის დამკრძალავ ბიუროსა და სვან კლიენტს შორის წარმოქმნილ დავას, რომელიც შეიძლება სასამართლომდეც კი მივიდეს. ეს შემთხვევა იმდენად კურიოზულია, გადავწყვიტეთ ჩვენი მკითხველისთვისაც გაგვეცნო.

ზუგდიდის დამკრძალავი ბიურო სვან კლიენტს სასამართლოში უჩივის

საქმე კლიენტის მიერ დამკრძალავი ბიუროსადმი მიყენებულ ზარალს ეხება.

"- სვანეთის ერთ-ერთ მკვიდრს გარდაეცვალა ოჯახის წევრი. ჩამოვიდნენ ზუგდიდში და იქირავეს მიცვალებულის მაცივარი. დათქმული დროის გასვლის შემდეგ მივაკითხეთ მას და მაცივრის დაბრუნება მოვითხოვეთ. გაკვირვებულმა მოქალაქემ კი გვიპასუხა, იმ მაცივრით მიცვალებული დავასაფლავეთო, - აცხადებს დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი და მოქალაქისგან მიყენებული ზარალის, 2 500 ლარის გადახდას მოითხოვს, რაზეც დამქირავებელი უარს აცხადებს.

დავას ზუგდიდის რაიონული სასამართლო გადაწყვეტს.