ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ეს ჩვენი დეპუტატი დუმბაძე რომ გაიძახოდა, ბათუმში ერთი მეჩეთიც არ აშენდებაო, ახლა რა არის ეს?

- ის ამბობდა, ერთი არ აშენდებაო, თორემ ორის აშენებაზე არაფერი უთქვამს.

გურული დასტირის მეგობარს:

- ეს რა მოგსვლია, შე საწყალო, არა და, ერთი კვირის წინ რომ გნახე, რა კარგად იყავიიიიი...

მიცვალებულის ცოლი - არ იყო კარგად, არააააააა...

- გუშინწინაც არაფერი გეტყობოდა სასიკვდილო, კარგად იყავიიიი...

ცოლი - არ იყო კარგად არაააააა...

- გუშინაც, ჯოკერს რომ ვთამაშობდით, ისე კარგად იყავიიიი...

ცოლი - არ იყო კარგად არაააააა...

გურული - ე ქალო, მაცალე ტირილი, რაცხა იყო, ამას ხო ჯობდა.

ჭიჭიკიამ ესპანეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების თამაშზე დააგვიანა. შეხედა "ტაბლოს" და 6-0 ესპანეთის სასარგებლოდ.

- დიდი ხანია დეიწყო? - ეკითხება გვერდით მჯდომს.

- არა, ახალი დაწყებულია...

- აპა, აგი ბურთები ესპანელებმა გატანილი ჩამეიტანეს?

ახალდაქორწინებული მიხო და მარო აფთიაქში შევიდნენ.

მარო:

- ერთი შეკვრა პამპერსი მომეცით, ორი ქილა ჰუმანა, ბავშვის ჭოჭინა, კალიასკა და სოსკა. რამდენი უნდა გადაგიხადოთ?

ფარმაცევტი:

- 320 ლარი, ქალბატონო.

მიხო:

- რაო? დაიცა ქალო... - მიხომ ჯიბიდან ლარიანი ამოიღო, - ერთი ცალი პრეზერვატივი მომეცით, თუ შეიძლება...