ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ხედავ, ძამა? ნაციონალები 19 აპრილს დიდი მიტინგის ჩატარებას აპირებენ.

- კაი ერთი, თუ კაცი ხარ, მაგ მიტინგზე რომ ხალხი მივა, იმდენი კაცის დაპატიჟებას მე ჩემი ბიჭის ქორწილში ვაპირებ.

გათენდა მიხოს და მაროს ქორწინებიდან მე-15 წლის დილა. საწოლში კედლისკენ გადაბრუნებული მარო ფიქრობს: "დღეს 15 წელი გავიდა. ადგება ახლა ჩემი მიხო, წავა ქალაქში, ბეჭედს მიყიდის და მომილოცავს." მიხო კი ფიქრობს: "15 წელი გავიდა. მაშინ რომ მომეკლა, დღეს ციხიდან გამომიშვებდნენ."

გურულს ეკითხებიან:

- "ვიაგრას" ტაბლეტებზე გაგიგია რამე?

- "ვიაგრა" რაია ძამა, რისთვის სვამენ?

- რისთვის და ორჯერ-სამჯერ რო შეძლო ქალთან!

- მაი დამაწყნარებელი ყოფილა, ძამა!

- შვილო, გეყოფა, "ფეისბუკის" გარდა სხვა სამყაროც არსებობს. - ეუბნება დედა შვილს.

- ვა, მართლა, დედი? დამილინკე, რაააა....

ფრანგმა არქეოლოგებმა გათხრების დროს აღმოაჩინეს ტელეფონის კაბელი, რითაც დამტკიცდა, რომ ფრანგები მე-18 საუკუნეში ტელეფონს იყენებდნენ. სომეხმა არქეოლოგებმა გათხრებისას კაბელი ვერ იპოვეს, რითაც დაამტკიცეს, რომ მე-18 საუკუნეში სომხები მობილურ ტელეფონს იყენებდნენ.