თვითონ ვერ მიდის
04-03-2013
თვითონ ვერ მიდის
ჩვენს სოფელში ცხოვრობს 70 წელს გადაცილებული, მეტად მხიარული და ენაკვიმატი კაცი, სახელად შალვა. ერთხელ შალვას ცოლისდა, 80 წლის თამარა გარდაეცვალა. რა თქმა უნდა, დაკრძალვაზე მეზობლებიც წავედით. ყველაფერი იმერული წესით ჩატარდა. მოახლოვდა მიცვალებულის გამოსვენების დროც. შალვა და მისი ცოლი, ნათელა, ეზოში გვერდიგვერდ დადგნენ. მეც მათ გვერდით მოვხვდი. გამოასვენეს თუ არა საწყალი თამარა, მანამდე ჩუმად მყოფმა შალვას ცოლმა მოულოდნელად მორთო კივილი:

- წამიყვანე, დაოოოო! მეც წამიყვანე, დაოოო!!!
აღარ გაჩერდა. შალვას გაბრაზება დაეტყო,
მიუბრუნდა ცოლს და ჩასჩურჩულა: - გაჩუმდი, ქალო, ვერ ხედავ, თვითონ ვერ მიდის, ოთხ კაცს მიჰყავს და შენ რაფერ წაგიყვანს?!!!
ვინც ახლოს ვიდექით, პირზე ხელაფარებულები სასწრაფოდ გავცვივდით ეზოდან.
გ. ბაღდავაძე. ქუთაისი

1111
28 სექტემბერი 2016 23:45
არაა გამორიცხული როგორც ის დანარჩენი ბიჭები ჩახოცეს ვინც ლაფანყურში მონაწილეობდა მათი გაკეთებული იყოს ხოლო მთავრობა არ ცდილობს ამ საქმეების გახსნას რადგან თვითონ მიცა მათი სიები მტერს

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?