მოსამართლის ლექსი (გალაკტიონისებურად) - კვირის პალიტრა

მოსამართლის ლექსი (გალაკტიონისებურად)

ახლა როცა განაჩენს ვწერ, შუაღამე იწვის,

დნება,

რა უნდა ვქნა, - ახლა უკვე კუბლაშვილი

მეუბნება...

იქ, მინისტრის ნავსაყუდელს, ზურას

ნაცვლად თეა მოჩანს,

სიო არხევს და ატოკებს ჩემ სარკმლის წინ

ცისფერ დროშას...

ეჰ, კანონთა ეს კრებული, ისე არის დაწერილი,

ნაციონალთ მთავრობისგან ისე არის დაჩეხილი,

სად წავიდე, აღარ ვიცი, ახლა სხვა

ხმა მესმის ყურში:

ადრე - ყველა დაიჭირე! ახლა

- ყველა გამოუშვი!!!

დიდი ხნიდან კოდექსის წიგნს ჩანთით

ტყვილად დავატარებ,

არც გადავშლი, არც გადმოვშლი,

ნიავსაც კი არ ვაკარებ,

რა იციან მსაჯულებმა, რაები მაქვს მოჩმახული,

ამ ბოლო დროს საპროცესო

რამდენი მაქვს გაჩარხული.

რამდენი მყავს დაჭერილი მხოლოდ ეჭვით,

გონივრულით,

თითქმის ყველა ჩემს გულშია

საუკუნოდ შენახული.

ბევრი ვიცი, მაგრამ ახლა მირჩევნია

გავიტრუნო,

მხოლოდ კოტე კუბლაშვილმა იცის

ჩემი საიდუმლო...

იცის, როგორ ვურტყი კანონს, როგორ

ვჯიჯგნე, როგორ ვკორტნე,

ორნი დავრჩით ქვეყანაზე - მე და კოტე!

მე და კოტე!..