ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ხედავ, ჩვენი პრეზიდენტი როგორ დაქრის ელექტრომობილით?

- ეგ დენით დადის, არა? მაგასაც გაუთიშავენ და ვნახავთ, რით ივლის...

ბანკის ძარცვის დროს მძარცველს სახიდან ნიღაბი ჩამოუცურდა.

მიდის მოლარესთან და ეკითხება:

- ჩემი სახე დაინახე?

- დიახ, დავინახე...

- მოწმე არ მჭირდება, - ეუბნება და კლავს.

- კიდევ ვინ დაინახა ჩემი სახე?

დარბაზიდან მიხო პასუხობს:

- ჩემმა სიდედრმა დაგინახა, წამო, სახლშია.

ფირმის შეფი სვანია.

თანამშრომელი ერთი საათის დაგვიანებით გამოცხადდა სამსახურში. თავი და ხელი ბინტით აქვს შეხვეული.

- რატომ დააგვიანე ერთი საათი? - მკაცრად ჰკითხა სვანმა.

- მესამე სართულიდან გადმოვვარდი...

- მერე, ერთი საათი მოანდომე ძირს დაცემას? - გაბრაზდა შეფი.

8 მარტია.

ჭიჭიკია გვიან ღამით მთვრალი ბრუნდება სახლში.

კარს ცოლი უღებს და რას ხედავს: ჭიჭიკიას გვერდით მოკლეკაბიანი ჩინელი უდგას.

- ვინაა, ჭიჭიკია, ეს ქალი?! - ეკითხება გაბრაზებული ცოლი.

- სუ, დაიწყე ახლა, ჩინელია, დღეს ხომ ქალთა საერთაშორისო დღეა... - არ დაიბნა ქმარი.

- გაიგე? ჭიჭიკიამ ლატარიაში ჯეკპოტი მოიგო!..

- სად ჰქონდა ბილეთის ფული მაგ ოხერს?