ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- მამი, მეც მიყიდე რა, მერსედესი...

- დაიცა, შე შობელძაღლო, მოვიდეს კიდევ სეტყვა და შენც გიყიდი...

დაქალების საუბარი:

- წარმოგიდგენია, გუშინ მეუღლეს ასი ლარი ვთხოვე სილამაზის სალონისთვის, მან კი, საზიზღარმა, ამხედ-დამხედა და ორასი მომცა...

კაცებს თუ მოუსმენ, ყველაზე საქმიანნი, მამაცნი და ძლიერნი არიან. ქალები კი მეტად ალერსიანნი, საყვარელნი და მშვენიერნი, ოღონდ - თუ არ მოუსმენ.