პატარები ხუმრობენ - კვირის პალიტრა

პატარები ხუმრობენ

ფეხბურთელობა მინდა

5 წლის კახი კალაძეს მამა ეუბნება, შვილო, რომ გაიზრდები, მინისტრი უნდა გამოხვიდეო. პატარა კახიმ - არა, მე ფეხბურთელობა მინდაო. მამამ მკაცრად გაუმეორა, არა, შენ მინისტრი უნდა გახდეო.

ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კახუნა ეკითხება მამას:

- მამა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ შეიძლება, ჯერ ფეხბურთელი ვიყო და მერე მინისტრი?

აჩიკო და კოტიკო

პატარა აჩიკო კბილაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და კოტიკო კუბლაშვილი ეზოში ფეხბურთს თამაშობენ. პატარა ირაკლი ეუბნება კოტიკოს, კარში დადექიო. პატარა აჩიკო ყვირის:

- ეგ რომ კარში დავაყენოთ, ყველა ბურთს გაუშვებს!..