ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- დაილოცოს ამის მომგონი, თორე ხო დავწყდებოდით ევროპარლამენტსა და პრემიერს შორის წერილების თრევით...

კახეთის სკოლაში მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:

- ბავშვებო, რა გვარი იყო გამოჩენილი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი?

- თოფაძე, მასწ! - სხარტად უპასუხა პატარა მიხომ.

წვევამდელ მეგრელს სამხედრო კომისარი ელაპარაკება. შემოდის ახალწვეულის დედა და შვილს "აფრთხილებს":

- შვილო, შორს დადექი, ბატონ კომისარს ჭლექი არ გადასდო!..

თვითმფრინავი ვარდება. მფრინავი სვანია. სასწრაფოდ რეკავს დისპეტჩერთან და დახმარებას სთხოვს. დისპეტჩერი ეუბნება:

- ადგილმდებარეობა და სიმაღლე მითხარით!

სვანი სხარტად უპატაკებს:

- კაბინაში მარჯვნივ ვზივარ, სიმაღლით კი მეტრი და ოთხმოცი ვარ!

სვანი ქუთაისიდან თბილისში მოდის ავტობუსით. გზაში ჩათვლიმა. ხაშურს რომ გამოსცდნენ, მძღოლს გასძახა:

- შოფერ! გააჩერე, ქუდი გადამივარდა!

- შენ, ძმაო, ქუთაისიდან გძინავს და სად ვეძებო ახლა მე შენი ქუდი?

სვანმა თავზე ხელი დაიდო და ბრძნულად დაასკვნა:

- არა! ახლოს იქნება გადავარდნილი, თავი ისევ თბილი მაქვს!სვანი ქუთაისიდან თბილისში მოდის ავტობუსით. გზაში ჩათვლიმა. ხაშურს რომ გამოსცდნენ, მძღოლს გასძახა:

- შოფერ! გააჩერე, ქუდი გადამივარდა!

- შენ, ძმაო, ქუთაისიდან გძინავს და სად ვეძებო ახლა მე შენი ქუდი?

სვანმა თავზე ხელი დაიდო და ბრძნულად დაასკვნა:

- არა! ახლოს იქნება გადავარდნილი, თავი ისევ თბილი მაქვს!