ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ადრე რამდენად ასხამდი?

- ორ ლარად და თორმეტ თეთრად.

- მერე? ორი თეთრისთვის გადააგდეთ მიშა?

ნადირობიდან დაბრუნებული მეგრელი უყვება მეორეს:

- ხოხ, რა ეშმაკი და მატყუარა ცხოველი ყოფილა ეს მელია, კაცო!

- რა მოხდა?

- რა და, დავინახე, ჩავუსაფრდი, დავუმიზნე, ვესროლე, მოვკალი, მივედი და ძაღლი არ ყოფილა?!

კაცი ტელევიზორს უყურებს და უცებ ყვირის:

- არაააა, არ შეხვიდეე ეკლესიაში, არააა!

ამ დროს ცოლი გამოდის და გაკვირვებული ეკითხება:

- რას უყურებ საყვარელო?

- ჩვენი ქორწილის ვიდეოს.