ანეკდოტები
- გაიგე? 100 კვტ-ზე ნაკლებს ვინც წვავს დენს, 0,5 თეთრით შეუმცირდება გადასახადიო.
- მერე რა გინდა, მთელ საქართველოში 15-20 კაცი ხო მაინც ამოისუნთქავს შვებით.
ბნელ სადარბაზოში ქალს ნიღბიანი მძარცველი დახვდა:
- ჩქარა, ფული!
- სადა მაქვს ფული, მე ხომ მასწავლებელი ვარ.
- მაშინ საათი მომეცით!
- საათს ვერ მოგცემთ!
(თავდამსხმელმა რევოლვერი მოიმარჯვა)
- რომც მომკლა, საათს მაინც ვერ დაგითმობ, თუ გინდა, კლასის ხელმძღვანელობა წაიღე!
მიხოს ეუბნებიან:
- შენი ცოლი რა გაწონასწორებული ქალია...
- სიგრძე და სიგანე ერთი აქ და მა რა იქნება! - პასუხობს გაბრაზებული მიხო.
ექიმი გურულ პაციენტს სინჯავს და თავს იქნევს:
- რაღაც არ მომწონხართ!
- შენ ხომ მყავხარ დახატული, რა! -…გაბრაზდა გურული.
გურულების დიალოგი:
- იმდონი ფული მომცა, სპილო მაყიდია!
- რა სიკვტილად გინდა სპილო?
- არაფრად, მარა, ფული მინდა იმდონი.