ანეკდოტები
15-04-2013
ანეკდოტები
- ცუდადაა საქმე. ქსოვა უნდა ვისწავლო.
- ქსოვა რატო, კაცო?
- აბა, სიგარეტი და დალევა იკრძალებაო, ქალებში სიარულიც რო აკრძალონ, რამე ხო უნდა ვაკეთო?











მოსამართლე:
- რა არის გაყრის მიზეზი?
ქმარი:
- მე მან სულელი მიწოდა!
მოსამართლე:
- ეგრე თითქმის ყველა ცოლი ეძახის ქმარს, ყველა რომ გაშორდეს...
ქმარი:
- არა, ბატონო მოსამართლევ, ეს სიტყვა მან სულ სხვა კონტექსტში მიწოდა. მივედი სახლში, შევედი საძინებელში და ვიღაც კაცთან წევს, შემომხედა და მითხრა:
,,აი, უყურე, ეს როგორ ხდება, სულელო".


კოსმეტიკის ცენტრში ქალმა შეიღება თმა, მიიწება წამწამები, გადაიჭიმა ნაოჭები, გაიკეთა სხეულის კორექცია, დაიბერა მკერდი და ტუჩები და დაიჩივლა:
- გავთხოვდებოდი, მაგრამ სადაა ნამდვილი მამაკაცი...




საავადმყოფოში:
- აბა, ჩემო ბესარიონ, შენ ჩემი მკურნალობა აღარ გჭირდება, წადი და მომიკითხე ბაბუა, ბებია,
ბაბუის ძმა...
- გმადლობ, ექიმო, მაგრამ ისინი ცოცხლები არ არიან...
- აბა, მე რას გეუბნები, მომიკითხე-მეთქი.


რესტორანში ზის გურული ქალი. ამ დროს მასთან მიდის მამაკაცი და ეკითხება:
- ქალიშვილო, თქვენ ცეკვავთ?
- შენ აბდალი ხარ? რას ვცეკვავ, ვერ ხედავ, ვზივარ და ვჭამ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები