ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ცუდადაა საქმე. ქსოვა უნდა ვისწავლო.

- ქსოვა რატო, კაცო?

- აბა, სიგარეტი და დალევა იკრძალებაო, ქალებში სიარულიც რო აკრძალონ, რამე ხო უნდა ვაკეთო?

მოსამართლე:

- რა არის გაყრის მიზეზი?

ქმარი:

- მე მან სულელი მიწოდა!

მოსამართლე:

- ეგრე თითქმის ყველა ცოლი ეძახის ქმარს, ყველა რომ გაშორდეს...

ქმარი:

- არა, ბატონო მოსამართლევ, ეს სიტყვა მან სულ სხვა კონტექსტში მიწოდა. მივედი სახლში, შევედი საძინებელში და ვიღაც კაცთან წევს, შემომხედა და მითხრა: ,,აი, უყურე, ეს როგორ ხდება, სულელო".

კოსმეტიკის ცენტრში ქალმა შეიღება თმა, მიიწება წამწამები, გადაიჭიმა ნაოჭები, გაიკეთა სხეულის კორექცია, დაიბერა მკერდი და ტუჩები და დაიჩივლა:

- გავთხოვდებოდი, მაგრამ სადაა ნამდვილი მამაკაცი...

საავადმყოფოში:

- აბა, ჩემო ბესარიონ, შენ ჩემი მკურნალობა აღარ გჭირდება, წადი და მომიკითხე ბაბუა, ბებია, ბაბუის ძმა...

- გმადლობ, ექიმო, მაგრამ ისინი ცოცხლები არ არიან...

- აბა, მე რას გეუბნები, მომიკითხე-მეთქი.

რესტორანში ზის გურული ქალი. ამ დროს მასთან მიდის მამაკაცი და ეკითხება:

- ქალიშვილო, თქვენ ცეკვავთ?

- შენ აბდალი ხარ? რას ვცეკვავ, ვერ ხედავ, ვზივარ და ვჭამ!