რომელ ქვეყანაში როგორ მიტინგს ჩაატარებდნენ?
22-04-2013
რომელ ქვეყანაში როგორ მიტინგს ჩაატარებდნენ?
ყველამ ვნახეთ 19 აპრილის მიტინგი. "ოცნების" მომხრეები იცინოდნენ, ცოტა ხალხიაო, "ნაციონალების" მომხრეებს კი უხაროდათ, კიდევ კარგი, ძალიან ცოტა ხალხი არ არისო. ასე იყო თუ ისე, მიტინგი ჩატარდა თავისი: - "ქართველობას გვართმევენ", "ღირსებას გვილახავენ", "დიდგორის მომგები ერი ვართ" და სხვა კარგად ნაცნობი სამიტინგო სიტყვებით. მაგრამ მთავარი მაინც ამ თავყრილობის ლოზუნგი იყო: "ნუ გადავუხვევთ დასავლურ კურსს!" ეს კი უკვე კომიკურ სახეს იღებდა, რადგან მთავრობამ კანონიც კი მიიღო, ამ კურსს არ გადავუხვევთო.  ჰოდა,
მიტინგის მოთხოვნა აბსურდული გამოვიდა.

ჩვენ ჩავეჭიდეთ ამ იდეას და მოვიფიქრეთ, ჩვენნაირი ოპოზიცია რომ ჰყოლოდათ სხვა ქვეყნებში, რა მოთხოვნით ჩაატარებდნენ მიტინგს.

ამერიკაში -  ჩატარდებოდა არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო აქცია!
რუსეთში - "ძირს დასავლური დემოკრატია, გაუმარჯოს დიქტატურას!"
ჰოლანდიაში - "ფეხქვეშ ნუ თელავთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანთა უფლებებს!"
ჩინეთში
-
"მთავრობა არაფერს აკეთებს გენოფონდის შესანარჩუნებლად!"
ირანში - "ძირს სექტანტური მიმდინარეობები. დავიცვათ ჩვენი რელიგია!"
ბრაზილიაში - "გადადგეს უქნარა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი!"
თურქმენეთში - "გააიაფეთ გაზი!"
იაპონიაში - "მთავრობამ მიხედოს მეცნიერებას!"
ჩრდილოეთ კორეაში - "დაკეტეთ საზღვრები!"
შვეიცარიაში - "დასწიეთ საბანკო პროცენტები!"
გერმანიაში - "იქონიეთ დროის შეგრძნება, ნუ აგვიანებთ სამსახურებში!"
ინდოეთში - "აიკრძალოს ძროხების მასიური დაკვლა!"
ისრაელში - "ძირს მილიარდერები!"
ტაილანდში - "განავითარეთ ტურიზმი!"
შოტლანდიაში - "მთავრობამ მიხედოს მივიწყებულ დარგს - ეროვნული ვისკის წარმოებას!"
სომხეთში - "გაივსო უცხოელებით ქვეყანა, რას აკეთებს მთავრობა?!"
გაეროსთან - "მოვითხოვთ, გენმდივანმა გამოთქვას შეშფოთება!"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით