ანეკდოტები
ამ სასმისით, აქ შეკრებილი ხალხის თამადობით, დეიდაშვილების, მამიდაშვილებისა და ბიძაშვილების სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ!
- თბილისის მერიაში:
- უკაცრავად, ბატონო, ამდენ დროს რომ გართმევთ...
- არა უშავს, განაგრძეთ, მაინც არ გისმენთ...
- სვანეთში, ფეხბურთის მატჩისას მსაჯს იმდენჯერ მოხვდა ბურთი, ბურთის ფლობის პროცენტი 25/25-ზე დაფიქსირდა.
- ქალი ექიმთან:
- ექიმო, მინდა ჩემი ქმარი ხარივით იყოს.
- მაშინ გაიხადეთ ქალბატონო და რქების დადგმით დავიწყოთ.
- ქალმა ქმრის საფლავზე დააწერინა:
"ამ დანაკლისს მე ვერ გადავიტან".
რამდენიმე თვის შემდეგ გათხოვდა და საფლავის ქვაზე ერთი სიტყვა დაამატებინა: "მარტო".
-
უყურე საკრებულოს სხდომას?
- ვუყურე... რას გეტყვი, იცი? კი გავრბივართ ჩვენ პირველები გემიდან, მაგრამ მთლად ვირთხებივითაც არ ვიქცევით.
- ცოლი ქმარს ეუბნება:
- ესე იგი, მე სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვრეცხო, ვხარშო, ბავშვებს მოვუარო და შენ დილით წახვიდე, საღამოს რომ მოხვალ, მაკოცებ და მორჩა?
- აბა, შენ გათხოვება რიოს კარნავალი გეგონა?!
- გურულს ეტრაბახებიან:
- ჩემი ცოლი ანტალიაში ისვენებს.
- ჩემი - კანარის კუნძულებზე. შენი?
- ჩემი არსად, ძამა, მე თვითონ მაქვს ჩემს ცოლთან სექსი.