ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

ამ სასმისით, აქ შეკრებილი ხალხის თამადობით, დეიდაშვილების, მამიდაშვილებისა და ბიძაშვილების სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ!

  • თბილისის მერიაში:

- უკაცრავად, ბატონო, ამდენ დროს რომ გართმევთ...

- არა უშავს, განაგრძეთ, მაინც არ გისმენთ...

  • სვანეთში, ფეხბურთის მატჩისას მსაჯს იმდენჯერ მოხვდა ბურთი, ბურთის ფლობის პროცენტი 25/25-ზე დაფიქსირდა.
  • ქალი ექიმთან:

- ექიმო, მინდა ჩემი ქმარი ხარივით იყოს.

- მაშინ გაიხადეთ ქალბატონო და რქების დადგმით დავიწყოთ.

  • ქალმა ქმრის საფლავზე დააწერინა:

"ამ დანაკლისს მე ვერ გადავიტან".

რამდენიმე თვის შემდეგ გათხოვდა და საფლავის ქვაზე ერთი სიტყვა დაამატებინა: "მარტო".

  • უყურე საკრებულოს სხდომას?

    - ვუყურე... რას გეტყვი, იცი? კი გავრბივართ ჩვენ პირველები გემიდან, მაგრამ მთლად ვირთხებივითაც არ ვიქცევით.

  • ცოლი ქმარს ეუბნება:

- ესე იგი, მე სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვრეცხო, ვხარშო, ბავშვებს მოვუარო და შენ დილით წახვიდე, საღამოს რომ მოხვალ, მაკოცებ და მორჩა?

- აბა, შენ გათხოვება რიოს კარნავალი გეგონა?!

  • გურულს ეტრაბახებიან:

- ჩემი ცოლი ანტალიაში ისვენებს.

- ჩემი - კანარის კუნძულებზე. შენი?

- ჩემი არსად, ძამა, მე თვითონ მაქვს ჩემს ცოლთან სექსი.