ანეკდოტები
29-04-2013
ანეკდოტები
"ნაციონალი" პარლამენტარები:
- კიდევ დაადო ვეტო კანონს პრეზიდენტმა. უნდა დავაძლევინოთ უმრავლესობას.
- აბა რა, ერთი-ორი ვეტო მინდა კიდევ და იმ რემონტსაც დავამთავრებ.












ერთი დაქალი მეორეს:
- რამდენი მორწმუნე დადის ქალაქში, გავგიჟდი...
- შენ რა იცი?
- საჭესთან რომ ვზივარ, წინ ვინც მხვდება, ყველა პირჯვარს იწერს.



- ექიმო, პრობლემა მაქვს!
- ეწევი?
- არა.
- სვამ?
- არა.
- ცოლს ღალატობ?
- არა.
- აბა, რა პრობლემა გაქვთ?
- სულ ვიტყუები.


ჭიჭიკია ზის ოთახში. შემოდის სიდედრი ცოცხით. ჭიჭიკია ეუბნება:
- ქალბატონო ცისანა, უნდა დაგავოთ თუ სადმე მიფრინავთ?





ზაფხულის არდადეგების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
- აბა, ვინ წაიკითხა "ვეფხისტყაოსანი" ამ ზაფხულს? ბექნუ, წაიკითხე?
- უნდა წაგვეკითხა?
- დიახ!
- მე გადავწერე, მასწ...




fridoni
29 აპრილი 2013 10:44
ბავშვი მივა სკოლიდან და ბაბუას აჩვენებს გაშეშებულ საჩვენებელ თითს.

ბაბუა: რაა მაი ბაბუუ?

შვილიშვილი: ქიმიის მასწალვებელმა რაღაც სითხე გააკეთა, თითი ჩავყავი და ასე გამიშტრიხინდაო

ბაბუა: მომიტანე ბაბუ ხვალ და 20 ლარს გაჩუქებო

ბავშვმა მიუტანა და მეორე დღეს ბაბუა მიდის შვილიშვილთან:

ბაბუა: აჰა ბაბუ შენ 50 ლარი,

შვილიშვილი: ბავშვს გაუკვირდა და კითხა ამდენი რატომ მომე ბაბუ?

ბაბუა: 20-ს მე გაძლევ და 30 ბებიაშენმა დაგიმატაო :) :) :)


რედაქტორის რჩევით