- 88 წლიდან ყველანაირ მიტინგზე ვარ ნამყოფი და პირველად ვნახე მიტინგი, მთავრობის გადადგომა რომ არ მოუთხოვიათ. ყოჩაღ, იუმორისტებო!გურულს ეკითხებიან:- რაფერ ხარ, ძამა?- გლახად, ძამა, გლახად, ისე გლახად, შავი კატა რომ დამინახავს, სამჯერ იფურთხება.პოლიციელმა გააუპატიურა ქალი.პოლიციელი გაასამართლეს გაუპატიურებისთვის, ქალი კი - პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.წარწერა გურულის ჭიშკარზე:"ზარი არ მუშაობს, გააღიზიანეთ ძაღლი!"გვარიანად დასაჩიხრებული კაცი ექიმთან მივიდა.- რა მოგივიდა? - ეკითხება ექიმი.- ცხენიდან გადმოვვარდი.- მერე, ასე ძალიან როგორ დაშავდი?- როგორ და, მერე ირემი დამეტაკა, მერე ლომი და მერე რაკეტა...- და სად იყავი?- კარუსელზე.