ანეკდოტები
- 88 წლიდან ყველანაირ მიტინგზე ვარ ნამყოფი და პირველად ვნახე მიტინგი, მთავრობის გადადგომა რომ არ მოუთხოვიათ. ყოჩაღ, იუმორისტებო!
გურულს ეკითხებიან:
- რაფერ ხარ, ძამა?
- გლახად, ძამა, გლახად, ისე გლახად, შავი კატა რომ დამინახავს, სამჯერ იფურთხება.
პოლიციელმა გააუპატიურა ქალი.
პოლიციელი გაასამართლეს გაუპატიურებისთვის, ქალი კი - პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.
წარწერა გურულის ჭიშკარზე:
"ზარი არ მუშაობს, გააღიზიანეთ ძაღლი!"
გვარიანად დასაჩიხრებული კაცი ექიმთან მივიდა.
- რა მოგივიდა? - ეკითხება ექიმი.
- ცხენიდან გადმოვვარდი.
- მერე, ასე ძალიან როგორ დაშავდი?
- როგორ და, მერე ირემი დამეტაკა, მერე ლომი და მერე რაკეტა...
- და სად იყავი?
- კარუსელზე.