მე და ის - ის და მე
20-05-2013
მე და ის - ის და მე
მე სკოლაში კარგად ვსწავლობდი.
ის არ სწავლობდა, მაგრამ მასწავლებლებს აქეიფებდა.
მე უნივერსიტეტში ჩემი ცოდნით ჩავირიცხე.
ის რექტორთან მამას დაარბენინებდა დოლარებიანი კონვერტით.
მე სწავლაში ღამეებს ვათენებდი.
ის ინსტიტუტის წინ არაყს სვამდა.
მე წითელ დიპლომზე დავამთავრე.
იმანაც.

მე პრაქტიკებზე დავდიოდი ცოდნის შესაძენად.
ის პარტიაში შევიდა.
მე ვაკანსია ვნახე და სამსახურში არ მიმიღეს.
ის პარტიიდან არეკვინებდა ხალხს და ბოლოს მაგარი სამსახური იშოვა.
მე ცოლი მოვიყვანე სიყვარულით.
ის თავისი პარტიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ჩაესიძა.
მე
ნაქირავებში ვცხოვრობდი.
ის თავის ხუთ ბინას აქირავებდა და მეექვსეში ცხოვრობდა.
მე მიუხედავად გაჭირვებისა, ოთხი შვილი მყავს.
ის ერთ შვილზე მეტს არ აჩენს.
მე ძლივს ნაშოვნი სამსახური დავკ
არგე შემცირების გამო.
ის იაფ მუშახელს ასაქმებდა თავის კომპანიაში.
მე ბოლოს და ბოლოს ჩემს პრინციპებს ვუღალატე.
ის თავის პრინციპებს არ ღალატობდა, ნაცნობობით მიმიღო და დღეს ჩემი ხელმძღვანელია.

ის, არ ვიცი რატომ, მაგრამ სკოლაში კარგად სწავლობდა.
მე მამაჩემს ფულს ვართმევდი და მასწავლებლებს ვაქეიფებდი.
ის უნივერსიტეტში მათემატიკის, ქართულისა და ფიზიკის კარგი ცოდნის გამო ჩაირიცხა.
მე ერთი ანდაზით: "ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს".
ის სწავლაში ღამეებს ათენებდა და ინსტიტუტში დილის 7 საათზე მიდიოდა.
მე  სახაშესთან ვუცდიდი და მერე ერთად მივდიოდით.
ის წითელდიპლომიანი გახდა, რომელიც ინსტიტუტში საზეიმოდ გადასცეს.
მე მამაჩემმა მომიტანა სახლში და - გილოცავ ინსტიტუტის დამთავრებასო, მითხრა.
ის პრაქტიკებზე დადიოდა.

მე რესტორანში გაცნობილი ხალხი გავიხსენე და მათ პარტიაში შევედი.
ის სამსახურის საშოვნელად მივიდა, მაგრამ შეფმა არ მიიღო.
მე იმავე შეფმა ეს ამბავი, როგორც მოადგილეს, იმავე საღამოს ანეკდოტად მომიყვა რესტორანში.
ის სიყვარულით დაქორწინდა.
მეც ძალიან მიყვარს ჩემი მილიონერი სიმამრი.
ის ნაქირავებში ცხოვრობს.
მე მესამე თვეა, ვთხოვ მას ქირას, მაგრამ არა აქვს და რა ქნას?
ის ოთხი შვილის მამაა.
მე  - ერთის და კარგად ჩაცმულის.
ის უმუშევარი დარჩა.
მე იაფ მუშახელს ვეძებდი.
ის ბოლოს და ბოლოს უღალატებს თავის პრინციპებს და ჩემთან მოვა სამსახურის სათხოვნელად.
მე მუდამ პრინციპული ადამიანი ვიყავი, ამჟამადაც არ ვუღალატე პრინციპებს და როგორც ძველი ნაცნობი, სამსახურში მენეჯერის თანაშემწედ ავიყვანე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით