ანეკდოტები
- ისევ მიღალატე, ხო? ახლა უნდა დაგწყევლო! შენ წასულიყავი გეიაღლუმზე საქართველოში!
- ექიმო, მას შემდეგ, რაც ცოლი შევირთე, მხედველობის პრობლემები მაქვს.
- და რას ვერ ხედავთ?
- ფულს.
ჭიჭიკია ნაზიკიას:
- ხვალიდან ჩემი ცოლი აღარ ხარ! გევიგე, ჩემამდე ბევრი კაცი გყოლია!
- მომისმინე, ჭიჭიკია, ჩემი გაკეთებული საჭმელი მოგწონს?
- კი.
- დალაგებულ-გარეცხილი?
- კი.
- შენს ლოთ ძმაკაცებს რაფერ ვმასპინძლობ?
- კარგად.
- ლოგინში კარგი ვარ?
- გადასარევი.
- მერე, ეგენი მე დოუსწრებელზე კი არ მისწავლია...
კონტროლიორი ადის ავტობუსში და გურულს ეუბნება:
- ბილეთი გაქვს?
- არა, შენ გაქვს?
- არა, მე კონტროლიორი ვარ.
- მასე მე მონტიორი ვარ, მარა დენის ფულს მაინც ვიხდი, ეიღე ჩქარა ბილეთი!
გურულს ექიმმა წამალი გამოუწერა:
- სამჯერ დალიე დღეში, ჭამის შემდეგ.
- სამჯერ რო ვჭამდე დღეში, ავად რა გამხდიდა, ძამა? - უპასუხა გურულმა.