რამდენიმე ხუმრობა პროფესიებზე
27-05-2013
რამდენიმე ხუმრობა პროფესიებზე
ავიღოთ ოთხი პროფესია: ფეხბურთელი, პოლიტიკოსი, ეკონომისტი და ტაქსის მძღოლი.
კარგად თუ დავაკვირდებით:


კრიტიკის კრიტიკა

პოლიტიკოსმა, ტაქსის მძღოლმა, ეკონომისტმა - კარგად იციან ფეხბურთი; ისინი რომ მწვრთნელებად დანიშნო, ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

ფეხბურთელმა, ეკონომისტმა, ტაქსის მძღოლმა
- კარგად იციან პოლიტიკა, ისინი რომ ქვეყნის სათავეში იყვნენ, შევიდოდით ნატოში და დავიბრუნებდით ტერიტორიებს.

პოლიტიკოსმა, ეკონომისტმა და ფეხბურთელმა - რა თქმა უნდა, იციან მანქანის მართვა. ისინი რომ ტაქსის მძღოლები იყვნენ, ყველა ქუჩა ეცოდინებოდათ და ძვირსაც
არ მოითხოვდნენ.

ფეხბურთელმა, პოლიტიკოსმა და ტაქსის მძღოლმა - იციან ეკონომიკა, ისინი რომ იყვნენ ეკონომიკის სათავეში, მალე ამერიკასა და იაპონიას გავასწრებდით.

მაგრამ უბედურება ისაა, რომ:

ეკონომისტმა არ იცის ეკონომიკა;
ფეხბურთელმა - ფეხბურთი;
პოლიტიკოსმა - პოლიტიკა;
ტაქსის მძღოლმა - მანქანის მართვა.

რამდენიმე სიტყვის განმარტება საქართველოში

ლიბერალი -
მღვდლის შემგინებელი.
კონსერვატორი - ლიბერალის შემგინებელი.
პრეზიდენტი -  ქართველი ტურისტი უცხოეთში.
პრემიერი - კაცი, რომელმაც დიდ შარში გაყო თავი.
თბილისის მერი - ადამიანი, რომელიც ყველაზე ყურადღებით აკვირდება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს.
პარლამენტარი - ქუთაისური რესტორნული ბიზნესის ამყვავებელი.
ფეხბურთელი - მინდორზე მორბენალი თეთრ ან წითელმაისურიანი ადამიანი.
მოსამართლე - კაცი, რომელსაც ეუხერხულება აზრის გამოხატვა.
პროკურორი - კაცი, რომელიც ცოლსაც კი ვერ უმტკიცებს, რომ ღამით სამსახურში იყო და არა - საყვარელთან.
ექიმი - ადამიანი, რომელიც თან გტკენს, თან ფულს გართმევს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით