ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

ვანო რომ დაიჭირეს, არ გამკვირვებია, მაგრამ ასეთი სულელური ბრალდებით?

სპეციალურად ქნეს ასე, გაიგოს, როგორია სულელური ბრალდებით ციხეში ჯდომა.

გურულმა ბავშვმა დაინახა ფარშავანგი და დედას ეუბნება:

- დე, ნახე, აი ქათამი რაფერ აყვავებულა.

პირველ პაემანზე ბიჭი ეკითხება გოგოს:

- ჩემამდე გყავდა ბიჭი?

- ბიჭი არა, ორი გოგო მყავდა, მაგრამ ახლა ბებიასთან არიან სოფელში.

ერთი გურული ხვდება მეორეს:

- რა ქნა ჩვენმა ნაკრებმა, ძამა?

- წააგო 6 : 0.

- მერე რაიო ჩვენმა მეკარემ, რეიზე არ წავყევი გუნდსო?

ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას:

- ბიჭიკია, მიშველე რამე, ქალი მეტენება...

- მერე რა გიყო, სიმონ, გადაგიჯოკრო?