ანეკდოტები
03-06-2013
ანეკდოტები
- ხედავ, რუსებმა 300 მეტრი მიწა კიდევ წაგვართვეს!
- შევარდნაძეს აფხაზეთი და სამაჩაბლო წაართვეს, მიშას - კოდორი და ახალგორი, ამათ - 300 მეტრი. რას ერჩი, ნელ-ნელა თბება ჩვენი ურთიერთობა.











ჭიჭიკია ქალის შებმას ცდილობს:
- გოგო, ჯადოსნური სექსი არ გინდა?
- ეგ როგორ?
- როგორ და, რავარც მოვრჩებით, გავქრები...


- ექიმო, ჩემ წინ რომ პაციენტი იყო, რა აწუხებდა?
- 50-ლარიანი...




ქმარი ცოლს:
- მორჩა, დღეიდან ყველაფერში ფულს გადავიხდი. დავიღალე შენი წუწუნით...
დარეცხვა - 30 ლარი, საჭმელის გაკეთება - 40 ლარი, სექსი - 100 ლარი...
ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე. ერთ საღამოს ქმარი დასაწოლად რომ მოემზადა, მოიქექა ჯიბეები და მხოლოდ 70 ლარი იპოვა. რა ექნა... დაწვა და გადაბრუნდა გვერდზე. შუაღამისას ცოლი აღვიძებს:
- სადღაც 30 ლარი მაქვს და
გასესხებ, შე საცოდავო.

ნადირობიდან დაბრუნებული მეგრელი უყვება მეორეს:
- ხოხ, რა ეშმაკი და მატყუარა ცხოველი ყოფილა ეს მელია, კაცო!
- რა მოხდა?
- რა და, დავინახე, ჩავუსაფრდი, დავუმიზნე, ვესროლე, მოვკალი, მივედი და ძაღლი არ ყოფილა?!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით