ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ხედავ, რუსებმა 300 მეტრი მიწა კიდევ წაგვართვეს!

- შევარდნაძეს აფხაზეთი და სამაჩაბლო წაართვეს, მიშას - კოდორი და ახალგორი, ამათ - 300 მეტრი. რას ერჩი, ნელ-ნელა თბება ჩვენი ურთიერთობა.

ჭიჭიკია ქალის შებმას ცდილობს:

- გოგო, ჯადოსნური სექსი არ გინდა?

- ეგ როგორ?

- როგორ და, რავარც მოვრჩებით, გავქრები...

- ექიმო, ჩემ წინ რომ პაციენტი იყო, რა აწუხებდა?

- 50-ლარიანი...

ქმარი ცოლს:

- მორჩა, დღეიდან ყველაფერში ფულს გადავიხდი. დავიღალე შენი წუწუნით... დარეცხვა - 30 ლარი, საჭმელის გაკეთება - 40 ლარი, სექსი - 100 ლარი...

ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე. ერთ საღამოს ქმარი დასაწოლად რომ მოემზადა, მოიქექა ჯიბეები და მხოლოდ 70 ლარი იპოვა. რა ექნა... დაწვა და გადაბრუნდა გვერდზე. შუაღამისას ცოლი აღვიძებს:

- სადღაც 30 ლარი მაქვს და გასესხებ, შე საცოდავო.

ნადირობიდან დაბრუნებული მეგრელი უყვება მეორეს:

- ხოხ, რა ეშმაკი და მატყუარა ცხოველი ყოფილა ეს მელია, კაცო!

- რა მოხდა?

- რა და, დავინახე, ჩავუსაფრდი, დავუმიზნე, ვესროლე, მოვკალი, მივედი და ძაღლი არ ყოფილა?!