ჭიქები დაცალა
ჭიქები დაცალა
სვანებზე უამრავ გამოგონილ ამბავს ჰყვებიან, მაგრამ რაც ახლა უნდა მოგითხროთ, ნამდვილად მოხდა მესტიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. იქ ზაფხულობით დასასვენებლად ხშირად დავდივარ. წელსაც ვიყავი მთელი თვით წასული. ჩემი იქ ყოფნისას მეზობელი, 80 წლის ბაბუა მაიზერი გარდაიცვალა.
შვილებმა საუკეთესო ქელეხი გადაუხადეს. ქელეხის თავკაცობა ბექნუმ იკისრა. უამრავი სტუმარი მოვიდა და ქალები სუფრის გაწყობას ვეღარ ასწრებდნენ, ამიტომაც კაცები და ბავშვებიც ეხმარებოდნენ. ბექნუმ ერთ-ერთ სვან მოზარდს ღვინიანი ჭიქების დაცლა დაავალა. ათი წუთიც არ იყო გასული,
მოზარდი ბექნუსთან ბარბაცით მივიდა და სლოკინით უთხრა:

- ბექნუ ბიძია, სუფრის ერთ მხარეს დავცალე, მეტი აღარ შემიძლია, მეორე მხარეს სხვას დაავალეო.
საწყალ ბიჭს, თურმე, რაც სუფრაზე ჭიქებში ნარჩენი ღვინო ესხა, დაულევია.

ფ.გეგშიძე. ტყიბული
სარკე
25 იანვარი 2017 13:47
სად გავიცინოთ?
მე
24 იანვარი 2017 23:49
ჩაგივარდა გამოსვლა ;)
Lalo
16 სექტემბერი 2016 12:36
აბსურდ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები