ჭიქები დაცალა - კვირის პალიტრა

ჭიქები დაცალა

სვანებზე უამრავ გამოგონილ ამბავს ჰყვებიან, მაგრამ რაც ახლა უნდა მოგითხროთ, ნამდვილად მოხდა მესტიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. იქ ზაფხულობით დასასვენებლად ხშირად დავდივარ. წელსაც ვიყავი მთელი თვით წასული. ჩემი იქ ყოფნისას მეზობელი, 80 წლის ბაბუა მაიზერი გარდაიცვალა.

შვილებმა საუკეთესო ქელეხი გადაუხადეს. ქელეხის თავკაცობა ბექნუმ იკისრა. უამრავი სტუმარი მოვიდა და ქალები სუფრის გაწყობას ვეღარ ასწრებდნენ, ამიტომაც კაცები და ბავშვებიც ეხმარებოდნენ. ბექნუმ ერთ-ერთ სვან მოზარდს ღვინიანი ჭიქების დაცლა დაავალა. ათი წუთიც არ იყო გასული, მოზარდი ბექნუსთან ბარბაცით მივიდა და სლოკინით უთხრა:

- ბექნუ ბიძია, სუფრის ერთ მხარეს დავცალე, მეტი აღარ შემიძლია, მეორე მხარეს სხვას დაავალეო.

საწყალ ბიჭს, თურმე, რაც სუფრაზე ჭიქებში ნარჩენი ღვინო ესხა, დაულევია.

ფ.გეგშიძე. ტყიბული