მოგზაურის ამბები - კვირის პალიტრა

მოგზაურის ამბები

ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჩვენი მეზობელი გოგი მეზღვაურია. ხშირად არის წასული და მისი ჩამოსვლა ჩვენი უბნისთვის ყოველთვის დიდი სიხარულია. გოგი მეზობლებს დაუზარებლად გვიზიარებს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

ხან სინგაპურზე გვიამბობს, ხან ფილიპინებზე, ხან ინდოეთზე...

ერთხელაც, კარგა ხნის გაუჩინარების შემდეგ, გოგი უბანში გამოჩნდა და ბრაზილიაში ვიყავიო, გვახარა. მთელი სამეზობლო შევიკრიბეთ.  ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხეთ, რა თქმა უნდა, მამაკაცებმა იქაურ ქალებზეც ვკითხეთ. ძალიან ლამაზები არიანო, გვითხრა გოგიმ. ოღონდ ეგაა, იქ ქალი ან კახპაა, ან ფეხბურთელიო. აქ იფეთქა ერთმა მეზობელმა:

- რას ამბობ, ბიჭო?! ჩემი ბიძაშვილი ნათია ცხოვრობს იქ 10 წელია.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

- მართლა? და რომელ გუნდში თამაშობს? - არ დაიბნა გოგი.

სოსო ბერიშვილი. ბათუმი