ავარია გურიაში
10-06-2013
ავარია გურიაში
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. ჩემი მეზობლები - ბაბუა, შვილი და შვილიშვილი მანქანით სტუმრად წავიდნენ გურიაში. სამივე ერთმანეთს ძალიან ჰგავს. სამივეს მოზრდილი ცხვირი აქვს. მოკლედ, უკან რომ ბრუნდებოდნენ, შვილიშვილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი გურულის ეზოში შევარდა. საბედნიეროდ, არც ერთი არ დაშავებულა, აი, გურულის ღობე კი გვარიანად გაფუჭდა.

- რახან გადავრჩით, ამ ღობეს ჩვენ გავაკეთებთ, ბატონო, - მოუბოდიშა ბაბუამ გურულს. გურულმა ერთხელ კიდევ შეხედა სამივეს და უთხრა:

- არ
მინდა, ძამა, მე გავაკეთებ. მადლობა ღმერთს, რომ გადარჩით, თვარა თქვენს სურათებს რა უყურებდა აქანა...

გივი მელაშვილი. თბილისი


რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?