გათხოვებაზე გამწარებული
17-06-2013
გათხოვებაზე გამწარებული
გოგი 30 წელი ერთსა და იმავე ადგილას მუშაობდა. ძალიან კარგი სახელი ჰქონდა და ქალაქში უბინაოდ მყოფს, სამსახურის შენობაშივე მისცეს პატარა ოთახი.
50-ს გადაცილებულს ცოლი არ ჰყავდა. ნათესავები და მეგობრები ძალიან ნერვიულობდნენ და მაჭანკალს მაჭანკალზე გზავნიდნენ გასათხოვარ ქალებთან. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი წარმატებული გამოდგა და მხოლოდ გოგის თანხმობაღა იყო საჭირო.

- გადასარევი ქალია, - უთხრა მაჭანკალმა, - თანახმაა, ცოლად გამოგყვეს.
- კი მაგრამ, მე რომ პატრონი არ მყავს, იცის?
- ჰკითხა გოგიმ.
- როგორ არ იცის, ვუთხარი.
- მწირი ხელფასი რომ მაქვს, ისიც უთხარი?
- რა თქმა უნდა, რატომ დავუმალავდი?
- სახლი რომ არ მაქვს და სამსახურში ვცხოვრობ?
- ეგეც ვუთხარი, დამალვას აზრი არა აქვს...
- და მაინც თანახმაა, გამომყვეს? - გაოცდა გოგი.
- კი, თანახმაა, -
დაუდასტურა მაჭანკალმა.
- ეგ, ჩემო კარგო, გამწარებული ყოფილა გათხოვებაზე, მასეთი ქალი რად მინდა!.. - იუარა გოგიმ.
მიშა ობოლაძე, ქუთაისი
ინკოგნიტო
23 სექტემბერი 2016 21:53
50 წლის კაცს ღუ ცოლი არ ჰყავდა აქი რად უნდოდა სხვისთვოს ხომ არ მოიყვანდა მითუმრტეს ამხნის კახ სახლი და კარი არ ქონია და შვილებს როგორ გაზრდიდა როცა კაცს ამ ასაკამდე ვერ მოყავს ვოლი და არ აქვა სახლკარი არ ვარგა და შტერია ის ქალი ვინც მას გაჰყვება.

რედაქტორის რჩევით