ანეკდოტები
17-06-2013
ანეკდოტები
- წინა მთავრობა მთელი წელი კერავდა აკადემიური საბჭოს წევრებს,  ათას მაქინაციას იგონებდნენ, თავისი კაცი რომ გაეყვანათ რექტორად.
- ესენი უფრო ჭკვიანები არიან, მიიღე კანონი და დანიშნე შენი კაცი, რად უნდა ამდენი წვალება.
















გურიაში ქორწილში ისე სწრაფად ცვლიდნენ თეფშებს, გოჭი და ტყემალი ერთმანეთს ვერ დავამთხვიე.





კაცი სახლში გვიან ღამით მთვრალი
დაბრუნდა. ჯინსის უკანა ჯიბეში არყის ბოთლი უდევს. კიბეზე ასვლისას წაიქცა, ბოთლი გაუტყდა და დუნდულა გაეჭრა. შინ შესულმა აიღო ლეიკოპლასტირი, მივიდა სარკესთან და ჭრილობაზე დაიკრა. დილით ცოლი აღვიძებს:
- არ გეკითხები, სად ეგდე, ვისთან ეგდე, არ გეკითხები, რა ჩაცეცხლე, არც იმას გეკითხები, საწოლი რატომ არის სისხლით მოსვრილი, მარტო ის მითხარი, სარკეს რატომ აკრავს ლეიკოპლასტირი?


კახელი მიდის ქუჩაში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ძალიან ცივა,  ერთ-ერთი გამვლელი ეკითხება:
- ძიაკაცო, რომელი
საათია?
- ზაფხულში მკითხე ჯო, ზაფხულში...



მიხო და მარო კარნავალზე არიან. მარო ჩურჩულით ეუბნება მიხოს:
- მიხო, აგე ის მაღალი კაცი დამდევს, მოსვენებას არ მაძლევს, როგორ მოვიშორო?
- ნიღაბი მაიხსენ და მოგშორდება.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით