შინმოუსვლელთა სტენდი - კვირის პალიტრა

შინმოუსვლელთა სტენდი

ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა, როცა ყველა სოფელში შინმოუსვლელთა სტენდებს დგამდნენ. ჩემს სოფელშიც დაიწყო სამზადისი. თავმჯდომარე ლადიკო დიდი გულმოდგინებით აგროვებდა სამამულო ომში დაღუპულ თუ დაკარგულ თანასოფლელთა სურათებს, თვითონაც ნაომარი იყო, ამიტომ თავდაუზოგავად მუშაობდა. იქ, სადაც სტენდი კეთდებოდა, სოფლის "ბირჟა" იყო, ტარიელი კი - "ბირჟის" მუდმივი წევრი. რა თქმა უნდა, იმ დღესაც იქ იყო, როცა სტენდის ხარაჩოზე ასული ლადიკო სურათებს აკრავდა.

- მოდი, ბიჭო, ტარიელა, მომეხმარე, - ჩამოსძახა ხარაჩოდან ლადიკომ. აგერ, მამაშენის სურათს ვაკრავ, არ გიხარია?

- ეე, ლადიკო ბიძია, მაგი რა სასიხარულოა, მამაჩემი რომ აკრავდეს შენს სურათს, სიხარული მაშინ გენახა შენ! - უპასუხა ტარიელმა.

შოთა ბ-ძე. თერჯოლა