ვის რომელი კინოფრაზა შეეფერება - კვირის პალიტრა

ვის რომელი კინოფრაზა შეეფერება

ვანო მერაბიშვილი - "არა ვარ, ბატონო, მე ის კაცი..." (,,ყვარყვარე").

რიჩარდ ნორლანდი - ,,რა ვქნა, ძმაო, ქვევრის გატეხა თქვენ არ გინდათ, მე კიდე ქრისტე არა ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვარ!" ("ქვევრი").

ირაკლი ღარიბაშვილი - ,,მორჩა კინო, წაით სახლებში!" ("იმერული ესკიზები").

ბიძინა ივანიშვილი - ,,არ მინდა ფინიში! არ მინდა ფინიში! ("ბურთი და მოედანი").

მიხეილ სააკაშვილი - ,,უხ, დაქროლე ბედნიერების ქარიშხალო და დაანგრიე ეს უბადრუკი სინამდვილე! დასჭექე! ჩამოსკდი და ჩამოიქეცი ზეცავ!" ("ნატვრის ხე").

ზურაბ ადეიშვილი - ,,მართალი კაცის დაჭერაა ძნელი და საინტერესო, თორემ დამნაშავის დაჭერას რა უნდა, შე კაცო!" ("თეთრი ბაირაღები").

არჩილ კბილაშვილი - ,,ახლა, ჩემო ჯოტია, შენთან ერთი სათხოვარი მაქ... რასაკვირველია, ყველა კარტს ვერ გაგიხსნი, მაგრამ საქმე მოითხოვს, ორი დღით ჩაჯდე, ასე ვთქვათ, წინასწარ პატიმრობაში უნდა აგიყვანო..." ("რეკორდი").

"რუსთავი 2", მე-9 არხი - - ,,თუ გითხრეს, ასეო, უნდა იყოს ასე, თუ გითხრეს, ისეო, უნდა იყოს ისე, ან ასე, ან ისე..." ("მანანა").

მარიამ საჯაია - ,,რას მიყურებს, რას?!" ("სერენადა").

თემურ ქეცბაია - ,,გევიდა გაღმა...მარილზე...მოკვდა! მოკვდა!” ("შერეკილები").

თეა წულუკიანი - ,,მაინც ამოვთხრი!" ("მონანიება").

გიგი უგულავა - ,,გამომიჭირე, ხო? მომთხარე ბარემ, დამკბინე, დამშხამე, დამტკვირე, აგერ ვარ, ბატონო, არსად არ მივდივარ!" ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი").

გიორგი მარგველაშვილი - ,,დიდ თანამდებობას მპირდებიან პეტერბურგში, მთლად მინისტრი არა, მაგრამ გავლენით ერთ-ერთი პირველი კაცი ვიქნები" ("დათა თუთაშხია").