ვის რომელი კინოფრაზა შეეფერება
24-06-2013
ვის რომელი კინოფრაზა შეეფერება
ვანო მერაბიშვილი - "არა ვარ, ბატონო, მე ის კაცი..." (,,ყვარყვარე").

რიჩარდ ნორლანდი - ,,რა ვქნა, ძმაო, ქვევრის გატეხა თქვენ არ გინდათ, მე კიდე ქრისტე არა ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვარ!" ("ქვევრი").

ირაკლი ღარიბაშვილი - ,,მორჩა კინო, წაით სახლებში!" ("იმერული ესკიზები").

ბიძინა ივანიშვილი - ,,არ მინდა ფინიში! არ მინდა ფინიში! ("ბურთი და მოედანი").

მიხეილ სააკაშვილი - ,,უხ, დაქროლე ბედნიერების ქარიშხალო და დაანგრიე ეს უბადრუკი სინამდვილე! დასჭექე! ჩამოსკდი და ჩამოიქეცი ზეცავ!" ("ნატვრის
ხე").

ზურაბ ადეიშვილი - ,,მართალი კაცის დაჭერაა ძნელი და საინტერესო, თორემ დამნაშავის დაჭერას რა უნდა, შე კაცო!" ("თეთრი ბაირაღები").
არჩილ კბილაშვილი - ,,ახლა, ჩემო ჯოტია, შენთან ერთი სათხოვარი მაქ... რასაკვირველია, ყველა კარტს ვერ გაგიხსნი, მაგრამ საქმე მოითხოვს, ორი დღით ჩაჯდე, ასე ვთქვათ, წინასწარ პატიმრობაში უნდა
აგიყვანო..." ("რეკორდი").

"რუსთავი 2", მე-9 არხი - - ,,თუ გითხრეს, ასეო, უნდა იყოს ასე, თუ გითხრეს, ისეო, უნდა იყოს ისე, ან ასე, ან ისე..." ("მანანა").

მარიამ საჯაია - ,,რას მიყურებს, რას?!" ("სერენადა").

თემურ ქეცბაია - ,,გევიდა გაღმა...მარილზე...მოკვდა! მოკვდა!” ("შერეკილები").

თეა წულუკიანი - ,,მაინც ამოვთხრი!" ("მონანიება").

გიგი უგულავა - ,,გამომიჭირე, ხო? მომთხარე ბარემ, დამკბინე, დამშხამე, დამტკვირე, აგერ ვარ, ბატონო, არსად არ მივდივარ!" ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი").

გიორგი მარგველაშვილი - ,,დიდ თანამდებობას მპირდებიან პეტერბურგში, მთლად მინისტრი არა, მაგრამ გავლენით ერთ-ერთი პირველი კაცი ვიქნები" ("დათა თუთაშხია").
leila
26 ივნისი 2013 23:37
ფილმი თუ გახსოვთ, ზედგამოჭრილია ივანიშვილზე...
.
24 ივნისი 2013 11:29
”არ მინდა ფინიში” სააკაშვილს უფრო მოუხდებოდა.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები