ანეკდოტები
24-06-2013
ანეკდოტები
- დასაჭერების სია ნახეს ზუგდიდის სამალავებში... უამრავი გვარი წერია, თურმე.
- ხოხ, აქ მოიგეს არჩევნები და მაინც ამდენ ხალხს იჭერდნენ და წარმომიდგენია, თბილისის სამალავებში რამდენი გვარი იქნებოდა.












მეგრელი ძარცვავს ქუთაისელს:
- ფული ჩქარა!
ქუთაისელმა რევოლვერი ამოიღო და ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა:
- რად გინდა ფული?
- ასდოლარიანი მაქ და ხომ ვერ დამიხურდავებდი ბატონო?


მიხო ეუბნება შაქროს:
- შარშან ერთი საგზურით მთელმა ოჯახმა დავისვენეთ!
- ეგ როგორა, ჯო?
- სიდედრს ვაჩუქე.




გურულმა
ოქროს თევზი დაიჭირა. თევზმა უთხრა, გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებო. გურულმა ულვაშზე ხელი გადაისვა და დაიწყო:
- სამსართულიანი სახლი ბახმაროში, ბოლო მოდელის ჯიპი, მილიონი ევრო ბანკში - აგი ერთი...


გურულს მკითხავი აეკიდა:
- მოდი, ბიჭო, გიმკითხაო, შენ მაღალი, ლამაზი და მდიდარი ქალი გამოგყვება ცოლად... მაიტა
ლარი...
- რას გეტყვი, იცი? 10 ლარს მოგცემ, ოღონდ მითხარი, სახლში რომ დაბალი, მსუქანი და ღატაკი მყავს, ის სად წავა?

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?