არ დაენახო ბავშვს!
არ დაენახო ბავშვს!
ჩემი მეზობელი კაკო კეთილი კაცია, მაგრამ საკმაოდ შეუხედავი. მეზობლები ხშირად ეხუმრებოდნენ გრძელი ცხვირისა და დიდი თავის გამო, თუმცა კაკოს არ სწყინდა - არც თქვენ მყავხართ ანგელოზებიო, იტყოდა და გაიცინებდა. მეზობლებიდან განსაკუთრებით ხშირად ენაკვიმატობით ცნობილი ანზორი ეხუმრებოდა. ერთ დღესაც კაკოს ნანატრი ვაჟიშვილი შეეძინა. ბავშვი რომ სამშობიაროდან გამოიყვანა, დიდი პურმარილი გადაიხადა. რა თქმა უნდა, ყველა მეზობელი დაპატიჟა. შუა ქეიფში ჩვილმა ტირილი დაიწყო. კაკომ ხელში აიყვანა თუ არა, ბავშვი მაშინვე გაჩუმდა. მოულოდნელად ანზორმა
იკითხა:

- იცნო ვითომ ახლა მამა ბაღანამ?
- რა შტერი ხარ, ანზორია, - გაიცინა კაკომ, - არ იცი, ჩვილი ჯერ რომ ვერ ხედავს?
- აბა, როდის შეძლებს დანახვას? - შეუბრუნა კითხვა ანზორმა.
- როდის და 40 დღის მერე.
- აბა, 40 დღის რომ გახდება, გირჩევ,
არ აიყვანო ხელში, თორემ რომ დაგინახავს, ტირილი მერე ნახე შენ...

გივი მელაშივილი. ქუთაისი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები