პარასკევი უწევს - კვირის პალიტრა

პარასკევი უწევს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. კურსზე ერთი ენამოსწრებული გურული გვყავდა, ისეთ რამეს იტყოდა ხოლმე, სიცილით ვიხოცებოდით... ერთხელ ფიზიკის ლექტორმა, რომელიც ძალიან დაბნეული და სწავლისგან ცოტა გამოფიტული კაცი იყო, ძალიან ბევრი დავალება მოგვცა, ჩამოთვალა უამრავი ლიტერატურა, ამას ისწავლით, ამას დაწერთ, ამას წაიკითხავთო და დააყოლა - შემდეგი სამშაბათისთვის ჩამაბარებთ ყველაფერსო.

- შემდეგი სამშაბათი კვირა უწევს, პატივცემულო, - წამოიყვირა სულ ზემოთა იარუსიდან გურულმა.

- კეთილი, მაშინ პარასკევი იყოს, - დაეთანხმა ლექტორი, რომელმაც ვერაფრით გაიგო, რატომ იცინოდა მთელი აუდიტორია.

ზვიადი. ოზურგეთი