პირსახოცს უნდა...
საგარეჯოელი ალექსანდრე ძ-ძე მექანიზატორია. ერთხელ მეზობელს ეხმარებოდა ტრაქტორის შეკეთებაში. სადილის დრო რომ მოვიდა, მასპინძლის ცოლმა წყალი მიუტანა ხელების დასაბანად და თან საპონი შესთავაზა. არ მინდა საპონიო, თავპატიჟი დაიდო ალექსანდრემ.
- საპონი შენ კი არა, პირსახოცს უნდა, კაცო, პირსახოცს! - ღიმილით უთხრა დიასახლისმა.
რომან ზუკაკიშვილი. საგარეჯო