პოლიტიკური ანეკდოტები - კვირის პალიტრა

პოლიტიკური ანეკდოტები

დაკითხვიდან გამოსულ "ნაციონალს" მეორე "ნაციონალი" ეკითხება:

- რა გითხრეს?

- რა და, ან იმღერე, ან უგულავას წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო.

- მერე, რა ქენი?

- რომელი ალა პუგაჩოვა მე ვარ...

ხადური უცხოეთში ტაქსიში ჩაჯდა. მძღოლი გაკვირვებით უყურებს.

- რას მიყურებ, ფინანსთა მინისტრი არ გინახავს?

- ფინანსთა მინისტრი კი მინახავს, მაგრამ ეკონომიკის 0%-იანი ზრდა გაქვთ და ფულს საიდან მომცემ?

ბიძინამ ვერცხლის თევზი დაიჭირა. თევზმა უთხრა, - მე ვერცხლის ვარ და მხოლოდ ერთ სურვილს ვასრულებო. კარგიო, - უთხრა ბიძინამ, - მინდა საქართველო გაამთლიანოო. თევზმა თავი მოისაწყლა, - ამ ეტაპზე ეგ შეუძლებელია, სხვა რამე მთხოვეო. მაშინ მინდა ჩემს მოყოლილ ანეკდოტებზე ხალხი იცინოდესო. თევზი დაფიქრდა და ეუბნება:

- მოიტა, მოიტა რუკა, გავამთლიანებ საქართველოს.

რასმუსენი ეკითხება კბილაშვილს:

- თქვენთან შერჩევითი სამართალია?

- არა, 25.

- რაის ოცდახუთი?

- აბა, რაის შერჩევითი სამართალი?!

მაია ფანჯიკიძე ეკითხება ალასანიას:

- ირაკლი, მავთულხლართს ფეხები აქვს?

- კიდე გადმოსწიეს საზღვარი მაგ დამპლებმა ხო?

"ნაციონალების" წევრი "ოცნების" წევრს შეხვდა. "ნაციონალი" ეკითხება:

- რავა ხართ, ძამა?

- თქვენ რომ გაგიხარდებათ, ისე.

- რავა, ამოწყდით ყველა თუ?

"ნაციონალს" ეკითხება ჟურნალისტი:

- პრაიმერში შოთა მალაშხია რატომ დგას?

- ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატია.

- მერე, თქვენთვის თუ გინდოდათ, უკეთესი ვერ შეარჩიეთ?

- არა, ძმაო, კაი კაცია ეგ შალვა ნათელაშვილი, ჭკვიანიცაა, სიმართლეს ამბობს, ხალხზე ზრუნავს, კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ ერთი ნაკლი მაინც აქვს...

- რა ნაკლი აქვს, შე კაცო?

- ნათელაშვილია, რა!

უგულავა უკაცრიელ კუნძულზე მოხვდება ძალიან დიდი ხნით. ერთ დღეს მოცურდა ნავი, რომელშიც მაგარი ქალი ზის და ხელს უქნევს:

- მოდი ჩემთან, მე ის მაქვს, რაც შენ დიდი ხანია არ გინახავს.

უგულავა მიცურავს და ფიქრობს:

- ვა, "ნიუჟელი" ტენდერი აქვს?