ანეკდოტები
- ამ შუა ბაღში ეს ჯიხური რომ ჩაგიდგამს, რატო არაფერს ყიდი?
- რად მინდა გაყიდვა, აგერ წყვილები მოდიან, 300-ლარიანი ჯარიმის გადახდას, 10 ლარს მიხდიან, შემოდიან და "მშვიდად" კოცნიან ერთმანეთს.
ქირურგი ბანკეტზე სადღეგრძელოს ამბობს:
- ჩვენ, ექიმებს, ამქვეყნად ბევრი მტერი გვყავს...
ხმა ზევიდან:
- იმ ქვეყნად კიდევ მეტი!
მიტო და მარო მაღაზიაში შედიან. ქმარი გამყიდველს ეუბნება:
-–აი, ის ძეხვი ამიწონეთ, სამასი გრამი, ძაღლისათვის.
- მიტო, ჩასჩურჩულა ცოლმა ქმარს, - ჩვენ რომ ძაღლი არა გვყავს?
-სუ, აჩუმებს ქმარი, - ნუ წკმუტუნებ.