ფეხი გაქვს თუ... - კვირის პალიტრა

ფეხი გაქვს თუ...

ეს ამბავი რამდენიმე თვის წინ მოხდა გურიაში. მე და ჩემი ბიძაშვილი სტუმრად ვიყავით ნათესავთან. ბიძაშვილს კედების ყიდვა უნდოდა და მივედით ოზურგეთის ბაზრობაზე. მივადექით კედების სექციას. ჩემმა ბიძაშვილმა გამყიდველს უთხრა, 43 ნომერი მომეციო. გამყიდველმაც უთქმელად გადმოიღო. ჩემმა ბიძაშვილმა გაისინჯა, დიდი ჰქონდა და 42 ნომერი მომეციო. გამყიდველმა, როგორც იქნა, იპოვა, მაგრამ ისიც დიდი გამოდგა. ახლა 41 მომიძებნეო. ვატყობ გურულ გამყიდველს, ნერვები თანდათან ეშლება, მოუძებნა 41 ნომერი, ისიც დიდი მოუვიდა და 40 ნომერი არ გექნებაო? - საცოდავი თვალებით ჰკითხა ბიძაშვილმა. გურულს სახე გაუნათდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მოსწრებულად უპასუხა: შენ, ძამა, ჩლიქებზე თუ დგახარ, თქვი და აგერ გვერდზე სამჭედლოში გაგიშვებო.

ზ. ცაგარეიშვილი, თბილისი