ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- უყურე საკრებულოს სხდომას?

- ვუყურე... რას გეტყვი, იცი? კი გავრბივართ ჩვენ პირველები გემიდან, მაგრამ მთლად ვირთხებივითაც არ ვიქცევით.

გურულმა ცოლს შეუსწრო საძინებელში საყვარელთან გართულს. მოვკლავ ამ კაცსო, დაიქუხა. ამ დროს ცოლი ჩაუვარდა ფეხებში, არ დამღუპოო.

რაიო? - შფოთავს გაკვირვებული და გაავებული ქმარი.

ცოლი - რა და, ის 2-ათასდოლარიანი ქურქი, რომელიც მაცვია, თანამშრომლებს კი არ უყიდიათ ჩემთვის, ამ კაცმა მიყიდაო....

აი, შენ რომ ბოლო გამოშვების "მერსედესით" დადიხარ, ბიძაჩემს კი არ უყიდია, ამ კაცმა გიყიდა...

ამას წინათ რომ გითხარი, ლატარიის ბილეთი უნდა ვიყიდო, ახლა სამოთახიან ბინას მოვიგებთ-მეთქი, ამან უნდა მიყიდოს ის ბინა...

გურული გაბრაზებით შეხედავს ცოლს და დაუყვირებს:

- მერე შენი ასე და ისე... კაცი „სკვაზნიაკში“ გიწევს? ფანჯარა მაინც დახურე!

ცოლი ქმარს ეუბნება:

- ესე იგი, მე სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვრეცხო, ვხარშო, ბავშვებს მოვუარო და შენ დილით წახვიდე, საღამოს რომ მოხვალ, მაკოცებ და მორჩა?

- აბა, შენ გათხოვება რიოს კარნავალი გეგონა?!

გურულს ეტრაბახებიან:

- ჩემი ცოლი ანტალიაში ისვენებს.

- ჩემი - კანარის კუნძულებზე. შენი?

- ჩემი არსად, ძამა, მე თვითონ მაქვს ჩემს ცოლთან სექსი.